თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მეორე დღეა მაშველები 80 წლის კაცს ეძებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მეორე დღეა მაშველები 80 წლის კაცს ეძებენ.

ადგილბრივების ინფორმაციით, ალექსი ოხანაშვლი თანასოფლელთან ერთად საქონელს მდინარე ალაზნის პირას მწყემსავდა, რა დროსაც მისი კვალი გაუჩინარდა. ნაპოვნია მწყემსის ტანსაცმელი. ერთი-ერთი ვერსიით, ოხანაშვილი საქონლის გამოსაყვანად მდინარეში შევიდა და წყალმა გაიტაცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებული არიან როგორც კახეთის მეხანძრე-მაშველები, ასევე თბილისის სწარფი რეაგირების ბაზის მყვინთავები სპეციალური ტექნიკით. ამ დრომდე მიმდინარეობს მდინარის წყლის ზედაპირის და ფსკერის დათვალიერება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button