პოლიციამ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ  ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც თავად სასულიერო პირები არ ადასტურებდნენ, დაკავებულმა მღვდელმა, ყინწვისის კეთილგონიერ ავაზაკთა სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი საბა ჟღენტი იარაღით დაჭრა.

ცნობილია რომ  ახლა უკვე ბრალდებულმა სასულიერო პირმა, საბა ჟღენტის ავტომობილს  სადაც სხვა მღვდლებიც ისხდნენ, ცეცხლი გაუხსნა. დაპირისპირება კი აღდგომის ღამეს დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობიც შეესწრო.

“გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.” – ნათქვამია განცხადებაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button