არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ვფიქრობდი რომ წავაგებდით – ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, როდესაც ივანიშვილი დაპირებებით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, მან უკვე იცოდა რომ სააკაშვილის მთავრობა არჩევნებს ვეღარ მოიგებდა.

” ასეთი დაპირებების შემდეგ, ღარიბ საზოგადოებაში, სადაც დიდ ნაწილს ჯერ კიდევ უჭირდა, სადაც შემოსავლები იყო ნაკლები, სადაც ხალხმა ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ჯერ კიდევ სიკეთე ვერ გაიგო. ჩვენი მოსახლეობა ელოდებოდა ივანიშვილისგან სერიოზულ დახმარებას იმიტომ, რომ არსებობდა მითი ბიძინა ივანიშვილის გულუხვობის შესახებ,  რომ საჩხერეში ამ ადამიანის წყალობით არის სამოთხე და მან ფაქტიურად შესთავაზა რომ მთელი საქართველო გახდებოდა საჩხერესავით და ყველა პრობლემა მოგვარდებოდა. მაგრამ ჩვენ ფარ-ხმალი არ დაგვიყრია და აქტიური საარჩევნო კამპანია ვაწარმოეთ,”- განაცხადა  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button