უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი- მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე

საქართველოს ყოფილი შსს-ს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სანდრო გირგვლიანის თემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის და მისი გუნდისთვის ეს სერიოზული პოლიტიკური პრობლემა იყო და ამიტომ, მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი თანამდებობიდან გადადგომა იქნებოდა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი განიხილებოდა კიდეც.

“ეს საქმე არის დიდი ტრაგედია, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, უპირველეს ყოვლისა – მისთვის. ეს საქმე იქცა პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკურ საკითხად,  ჩემი მეგობრებისთვის, პირადად ჩემთვის იყო ეს პოლიტიკური პრობლემა. მე უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე, უნდა მიმეღო უფრო თამამი გადაწყვეტილება და ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა – უნდა გადავმდგარიყავი,”- ამბობს მერაბიშვილი სატელევიზიო ინტერვიუში.

ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი გადადგომის საკითხი განიხილებოდა და იყო სხვადასხვა დროს სხვადსხვა მოსაზრებები, თუმცა მისივე სიტყვებით, “საბოლოოდ საკითხი გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა.”

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button