კორონავირუსით 83 წლის პაციენტი გარდაიცვალა – ლევან რატიანი

საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა.  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, 83 წლის მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა.

“ბატონი , რომელზეც გუშინ ვამბობდი, რომ იყო ტერმინალურ მდგომარეობაში, დღეს დაფიქსირდა მისი ბიოლოგიური სიკვდილი. ასაკით ბატონი გახლდათ 83 წლის.  ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში ქონდა გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია განდევნის ფრაქცია შემოსვლისთანავე დაფიქსირდა 33. ჩატარებული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”,- განაცხადა ლევან რატიანმა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 115 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან კოვიდინფიცირებულია 86. რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებას, 7 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button