ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსის გლობალური პანდემია დაიწყო, არც ერთი ინფიცირებული პაციენტი აღარაა

ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსის გლობალური პანდემია დაიწყო, არც ერთი ინფიცირებული პაციენტი აღარაა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuter-ი ოფიციალურ პეკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„26 აპრილის მდგომარეობით, უხანში კორონავირუსით ნფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა ნულის ტოლია. ეს ჩვენი სამედიცინო პერსონალის ძალისხმევის შედეგია“ – განაცხადა ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის პრესსპიკერმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button