
საქართველოში “კოვიდ-19”-ის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 29 ადამიანს დაუდასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რიცხვმა 485 შეადგინა. მონაცემები https://stopcov.ge/-ზე დილით განახლდა.
გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი, მათგან 6 გარდაცვლილია.
ამ დროისთვის სხვადასხვა საკარანტინე ზონაში 4928 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ – 522.