საქართველოს ცაზე დღეს საღამოს კომპანია Space X-ის თანამგზავრები გამოჩნდა (ვიდეო)

ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის სხვდასხვა ჯგუფებსა თუ გვერდებზე განიხილავენ ერთსა და იმავე თემას, რომელიც ცოტა ხნის წინ ყველასთვის გაოცების საგანი აღმოჩნდა – ყველა წერს, რომ დაინახეს ცაზე მნათობები, რომლებიც ჩამწკრივებულები გადადგილდებოდნენ და ერთი შეხედვით, ეს სანახაობა მატარებელს ჰგავდა. უმეტესობა შეშინებლი იყო, რადგან თვლიდა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაინახა, ზოგს ის ნამდვილად მატარებელი ეგონა. გაიჟღერა სხვა ვერსიებმაც, რომლებიც ასევე არა რეალური იყო და ყველა მათგანს ერთი გარემოებით ხსნიდნენ – იზოლაციის გამო დაწყებული ფსიქიკური პრობლემები, რომელსაც ჰალუცინაციები მოჰყვება:))

სინამდვილეში კი აი რა მოხდა – საქართველოს ცაზე დღეს საღამოს კომპანია Space X-ის თანამგზავრები გამოჩნდა. ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

ილონ მასკის კომპანია პროექტ Starlink-ს ახორციელებს, რომელიც ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე უკვე 300 თანამგზავრი გაიყვანა. საბოლოო მიზანი კი კოსმოსში 12 ათასი აპარატის გაგზავნაა, რაც მთელი მსოფლიოს ინტერნეტით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

სატელიტების მიმდინარე პოზიცია ორბიტაზე მათი შეიარაღებული თვალით დანახვის საშუალება ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს მოსახლეობას მისცა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button