კიმ ჩენ ინი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“ – ინფორმაციას “ნიუ იორკ პოსტი” ავრცელებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ იაპონურ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღის განმავლობაში კი, კიმ ჩენ ინის შესაძლო გარდაცვალების შესახებ დაუდასტურებელი ცნობები ვრცელდებოდა.

არსებული ინფორმაციით კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაში“ გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ იმყოფება.

ვეგეტატიური ეწოდება მდგომარეობას, როდესაც პაციენტს არ შეუძლია გარე გაღიზიანებაზე, რაიმე ხილული ფორმით პასუხის გაცემა.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩინეთმა კორეაში ექიმების ჯგუფი გაგზავნა.

ბოლოს საზოგადოების წინაშე კორეის ლიდერი 11 აპრილს გამოჩნდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button