ბათუმში სპეცოპერაციის დროს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

სპეცოპერაცია აჭარაში – დაახლოებით სამი საათის განმავლობაში სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული მახინჯაურში.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ახალგაზრდობის გამზირზე, პირველ ნომერში ჩაატარეს.

“Newsplus.ge” ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. ისინი თავს საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ.

ასევე “newsplus.ge” ინფორმაციით ამოღებულია 50 კგ-მდე ჰეროინი, თუმცა ინფორმაციას შსს-ს არ ადასტურებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button