ანტიკრიზისული გეგმის სანაცვლოდ გახარიამ არჩევნების გაყალბების გრაფიკი წარადგინა – შალვა ნათელაშვილი

ოპოზიცია მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ხელისუფლების უზურპაციისა და არჩევნების გაყალბების გრაფიკს უწოდებს.

“ყველაფერს წარმოვიდგენდი გარდა იმისა, რომ გაქანებული ეპიდემიის დროს, რეჟიმი კიდევ დაიწყებდა მილიარდების კეთებას ჩვენი გაჭირვებითა და უბედურებით, ხოლო ხალხს გადაუგდებდა ხახვის და კარტოფილის ფულს. ეს არის დაცინვა, ეს არის საარჩევნო ქრთამი, გუშინ ანტიკრიზისული გეგმის სანაცვლოდ გახარიამ წარმოგვიდგინა ხელისუფლების უზურპაციისა და არჩევნების გაყალბების გრაფიკი,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button