პოლიციამ ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დააკავა

ყანდაურაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობისთვის ძებნილი პირი, პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა.

მას სახელმწიფო ბრალდება დედის მკვლელობას ედავება, თუმცა მოკლულია მისი ძმა, რძალი და ორი ნათესავიც.

გასული წლის 3 მაისს სოფელ ყანდაურაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ. გ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ყანდაურაში დააკავეს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.

2019 წლის 20 ივლისს, ნ.გ-ზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ“ და მესამე ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტებით, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია  შსს-ს განცხადებაში.

.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button