“კოვიდ-19”-ით პერუში 1300 პოლიციელი დაინფიცირდა

პერუში კორონავირუსი 1300 პოლიციელს დაუდასტურდა. მომხდარის გამო ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.

პერუს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუწყებიან, რომ მინისტრის თანამდებობას პოლიციის გენერალი გასტონ როდრიგესი დაიკავებს.

პერუში კორონავირუსი დაუდასტურდა 21 ათასზე მეტ ადამიანს. მათგან 600 გარდაცვლილია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button