რა დოკუმენტები და პროცედურებია მთავრობის დახმარების მისაღებად საჭირო

საქართველოს მთავრობა სახლში უსამსახუროდ დარჩენილ მოქალაქეებს, დახმარებას მაისიდან ჩაურიცხავს. პროცესი დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, სახელმწიფოს მხრიდან, 6 თვის განმავლობაში, დამატებით, 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

უმუშევრობის პერიოდის ათვლა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან მოხდება. ყველა, ვინც სამსახური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო დაკარგა, 200 ლარს 6 თვის განმავლობაში მიიღებს, თვითდასაქმებულებს კი მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება.

იმ შემთხვევაში თუკი თქვენ თვითდასაქმებული ხართ, უნდა წარადგინოთ დოკუმენტაცია ამის დასადასტურებლად. ასევე, მოგიწევთ წარადგინოთ ცნობა იმ სამსახურის, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე იყავით დასაქმებული.  აუცილებელია პირადი მონაცემები, მათ შორის საბანკო ამონაწერი.

კონკრეტულად რა დამატებითი  დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ ასეთ პირებს,  ერთ კვირაში გახდება ცნობილი. მანამდე კი, შეიქმნა სპეციალური ონლაინ პლათფორმა, სადაც პირს საკუთარი მონაცემების ატვირთვა შეეძლება.

რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც აქამდე დასაქმებული იყვნენ, მათ დოკუმენტაციის წარდგენა არ მოუწევთ, ვინაიდან ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ყოველთვიურად იღებს დამსაქმებლებისგან.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დასაქმების სააგენტო მოახდენს რეაგირებას და შესაბამის დახმარებას გაუწევს თითოეულ უმუშევრად დარჩენილ ადამიანს.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button