ბოლნისში კორონავირუსის დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა – ორ სოფელში ზომები გამკაცრდა

ბოლო რამდენიმე დღეში, ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდათ ამ დრომდე ბოლნისში დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტებს.

დღეს დადასტურებული შემთხვევების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ 80 ადამიანს აქვს ახალი ვირუსი დადასტურებული, მათგან ოთხი გამოჯანმრთელდა, ორი კი, გარდაიცვალა.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ორ სოფელში – ხატისოფელსა  და მუშევანში ზომები გამკაცრდა და საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 132 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button