თურქეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსის 3122 გამოვლინდა

თურქეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 122 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 109 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი  სააგენტო ავრცელებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 104 912-მდე გაიზარდა. ფატალური შემთხვევების რიცხვი  ჯამში 2 600-ს აღწევს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 21 737-ს შეადგენს.

https://www.worldometers.info/coronavirus/ – ის მონაცემებით, თურქეთი კორონავირუსის გავრცელების მხრივ, მსოფლიო ათეულში მეექვსე ადგილზეა.

რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს – ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილთა რიცხვი კი – 200 ათასს.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button