“თიანეთის მერი საბავშვო ბაღის, უპოვართა სასადილოების და სხვა ” ააიპ” – ების თანამშრომლებს 300 ლარიანი ხელფასებიდან, ოფიციალური ანგარიშის მიღმა, ნაღდი ფულის მიტანას აიძულებს

“თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის სამარცხვინო ინიციატივა – საბავშვო ბაღებისა და უპოვართა სასადილოების თანამშრომლებს 300 ლარიანი ხელფასებიდან, ოფიციალურ ფონდს მიღმა, ნაღდი ფულის დადებას აიძულებს” ______აღნიშნა საკრებულოს წევრმა კახა წიკლაურმა და სამოქალაქო აქტივისტმა რომა ფაშურიშვილმა , საინფორმაციო პორტალი ”NEWSPLUS.GE” საუბრისას.

“თიანეთის მერი საბავშვო ბაღის, უპოვართა სასადილოების და სხვა ” ააიპ” -ების თანამშრომლებს 300 ლარიანი ხელფასებიდან, ოფიციალური ანგარიშის მიღმა, ნაღდი ფულის მიტანას აიძულებს. ფულის აგროვება დაწყებული აქვთ. ხალხი წუხს ყველას 10% ქეშის სახით დადებას გვთხოვენო ხელფასის ოდენობის და პოზიციის მიუხედავად და თან ოფიციალურ ფონდში ჩარიცხვის ნაცვლად, მერიაში ქეშის მიტანის სახითო.

მერია ცდილობს თავისი სამარცხვინო გადაწყვეტილება ქართული ოცების ხელისუფლების ინიციატივად წარმოადგინოს. ამ დროს ოცნების ლიდერებმა მხოლოდ პოლიტიკური და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს მიმართეს თავისი ხელფასებიდან თანხის გადარიცხვით Covid -19 დაავადებულებს დახმარებოდნენ. ფონდში ჩარიცხვის სახით განხორციელებული შენატანიც გამჭვირვალეა და მის ხარჯვას მთელი ქვეყანა გააკონტროლებს. არავის მოუთხოვია 200 და 300 ლარიანი ხელფასის მქონე თანამშრომლებისაგან ფულის ჩარიცხვა. მითუმეტეს აღრიცხვის (ხელმოწერის) გარეშე და ნაღდი ფულის სახით. სამარცხვინო და დანაშაულის ნიშნების შემცველი თიანეთის მერის მოქმედების თაობაზე ააიპი-ის თანამშრომლები ხმამაღლა ვერ საუბრობენ. მერი დამუქრებია ყველას ფულის არაოფიციალურად აგროვების თაობაზე ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში სამსახურიდან განთავისუფლებით და იმ მცირე ხელფასის დაკარგვით.”___აღნიშნა საკრებულოს წევრმა კახა წიკლაურმა და სამოქალაქო აქტივისტმა რომა ფაშურიშვილმა

(NEWSPLUS.GE)

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button