”ქუცნაშვილის ხელის ბიჭები”- თამაზ მეჭიაური მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას პასუხობს

თიანეთის მერი

„თიანეთის მერი საბავშვო ბაღის, უპოვართა სასადილოების და სხვა ” ააიპ”-ების თანამშრომლებს 300 ლარიანი ხელფასებიდან, ოფიციალური ანგარიშის მიღმა, ნაღდი ფულის მიტანას აიძულებს“, – ამის შესახებ თიანეთის საკრებულოს წევრმა კახა წიკლაურმა და სამოქალაქო აქტივისტმა რომა ფაშურიშვილმა „Newsplus.ge”-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფულის აგროვება უკვე დაწყებული აქვთ. ხალხი წუხს ყველას 10% და ოფიციალურ ფონდში ჩარიცხვის ნაცვლად, მერიაში ნაღდი ფულის მიტანას სთხოვენ.

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური კი მათ ბრალდებებს სისულელეს უწოდებს და არ სურს ქუცნაშვილის ”ხელის ბიჭებს” პასუხი გასცეს.

„ეს ბრალდება არის მტკნარი სიცრუე, თუ ვინმე თავის კეთილი ნებით რამეს აკეთებს ეს მხოლოდ თვითონ იციან, მე არავისთვის არაფერი დამივალებია. არ აქვს მნიშვნელობა ხელფასი 300 ლარიანია თუ ნაკლები, როდესაც ადამიანს სიკეთის გაკეთება უნდა.

ასეთივე ბრალდებები იყო დეკებერშიც, როდესაც ე.წ მეცამეტე ხელფასები გაიცა, მე ჩემი ხელფასი მთლიანად ონკოლოგიურ ავადმყოფებს გავუნაწილე. 

ქუცნაშვილის ხელფასი იკითხონ რამდენია, ბევრად აღემატება ჩვენს ხელფასს და რა გაუკეთებია ?!  ასეთი ხალხი დგას და ჩემზე საუბროს ისეთ სიცრუეს რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება“, – განაცხადა „Newsplus.ge”-თან საუბრისას თამაზ მეჭიაურმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button