მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა – ვის შეეხება ფინანსური დახმარება?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა, რომელიც ეხება, როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნეს სუბიექტებს.

საერთო ჯამში, ანტიკირიზსული გეგმა მოიცავს 3,5-მილიარდიან მიზნობრივ დახმარებას, საიდანაც 1,35 მილიარდი ლარი მოქალაქეების პირდაპირ დაფინანსებას მოხმარედება.

1. საქართველოს მასშტაბით თითოეულ აბონენტს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება ელექტროენერგიის, დასუფთავების, წყალმომარაგების და ბუნებრივი ირის გადასახადები.

2. სახელმწიფომ დააზღვია 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდა(ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა, ლობიო) ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე ფასების ზრდის შესაჩერებლად მთავრობამ 15 მილიონი ლარი დახარჯა.

3. მთავრობის და საბანკო სექტორის ურთიერთ შეთანხმებით 600 000 მოქალაქეს სესხები გადაუვადდა.

4. ყველა ის მოქალაქე, რომელმაც კრიზისის პერიოდში (საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ) დაკარგა სამსახური მიიღებს 1200 ლარს, რაც გადანაწილდება 6 თვეზე, ანუ თვეში 200 ლარი.

5. ყველა ის მოქალაქე, რომელიც შეინარჩუნებს სამსახურს 750 ლარამდე ხელფასით, ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდის. 1500 ლარამდე ხელფასის მქონე მოქალაქის საშემოსავლო გადასახადს კი მთავრობა ნაწილობრივ დაასუბსიდირებს – 750 ლარზე.

6. არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები, ან თვითდასაქმებული მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით მიიღებენ 300 ლარს.

7. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა ექვსი თვეში დამატებით მიიღებს 600-ლარიან დახმარებას.

8. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ სამი, ან მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი დამატებით ასევე მიიღებენ 600 ლარს.

9. ასევე 600 ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული მკვეთრად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და შშმ ბავშვებზე.

10. ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად წარმოადგინა მთავრობამ 2021 წლის იანვრიდან პენსიების ზრდაც. კერძოდ, ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულებს – 25 ლარით.

რაც შეეხება ბიზნესს:

1. ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ს ზედმეტობით დაბრუნება – წელს ბიზნესი დამატებით მიიღებს 600 მილიონ ლარს.

2. კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი.

3. ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მილიონი ლარი.

4. ფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სახელმწიფოს მონაწილეობის წილი (თანადაფინანსება) გაიზრდება, როგორც მიმდინარე პროექტებთან, ისე ახალ წამოწყებებთან მიმართებაში.

5. გაიზრდება სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსება.

6. მიმდინარე წელს, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდება, ამასთან წინა წლებში დაგროვილი დავალიანება სრულად ჩამოიწერება.

7. ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპით შეღავათები უკვე დაუწესდათ ავტოიმპორტიორებს.

8. გეგმის ფარგლებში მოხდა 7000 იურიდიული პირის სესხების რესტრუქტურიზაცია.

9. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფასთა შორის სხვაობის დასაზღვევად გამოიყო 200 მილიონი ლარი.

10. მცირე სასტუმროებს დაუსუბსიდირდათ საბანკო ვალდებულებები 80%-ით.

11. გეგმის ფარგლებში 4500 ბიზნეს სუბიექტისთვის მოხდა ოთხი თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადება (90 მილიონი ლარის მოცულობით).

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button