საქართველოში დაწესებული შეზღუდვები, 27 აპრილიდან ეტაპობრივად მოიხსნება

როგორც  პრემიერი აცხადებს, პირველ ეტაპზე, 27 აპრილიდან დაიშვება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება; ტაქსები დაიწყებენ მუშაობას; დაშვებული იქნება ონლაინ და საბითუმო ვაჭრობა; გაიხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები.

„მეორე ეტაპი, ეს იქნება სავარაუდოდ ორი კვირის შემდგომ, 27 აპრილის გახსნის პირველი ეტაპიდან. თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით. ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობაზე დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად. კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. ეს არის მეორე ეტაპი და ფაქტობრივად, შეამჩნევთ, რომ პირველი, მეორე, მესამე ეტაპი ეს ის ძირითადი საქმიანობებია, რომელიც ღია სივრცესთან არის ძირითადად სრულად არა, მაგრამ ძირითად დაკავშირებული.

მესამე ეტაპი, ეს გახლავთ საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა. რაც მნიშვნელოვანია, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ მესამე ეტაპზე ჩვენ დიდწილად ვაჭრობას უკვე ვხსნით. ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა. ეს გახლავთ მესამე ეტაპის გახსნა.

მეოთხე ეტაპი – უკვე სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. აქაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, აქ საუბარია ღია სივრცეებზე. რესტორნების ღია სივრცეებზე და არა დახურულ სივრცეზე. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურეობა, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპი – დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი, კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.

მეექვსე ეტაპი – ყველაზე რთული და აქ უკვე, დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორი იქნება დინამიკა ეპიდემიის გაგრძელების. მეექვსე ეტაპი, ფაქტობრივად ეს გახლავთ, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო- შემოქმედებითი საქმიანობა, აზარტული თამაშები, სასტუმროები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყველა სხვა საქმიანობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button