ჯანდაცვის მინისტრი – აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პროცესის დაწყების თარიღზე მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა. ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღებული, თუმცა იმის მიხედვით როგორც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი გახსნითი ღონისძიებების დაშვება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი, ისინი შევლენ ამ ტესტირების ჯგუფში, თუმცა ჯერჯერობით ვადას ვერ დაგისახელებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button