საქართველოში კორონავირუსისგან 111 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 111 გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. ქვეყანაში ინფიცირების 420 შემთხვევა დადასტურდა.

კარანტინის რეჟიმში – 5223 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button