თენგიზ ცერცვაძე: საერთო კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების რისკს შეიცავს, ამისთვის სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის

ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს, ამისთვის რამე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ზიარების თემა სენსიტიური საკითხია.

„გარკვეულწილად, ყველანი მაინც გამოვდივართ იქედან, რომ ეს სენსიტიური თემაა. ყველანი პატივს ვცემთ ეკლესიას, საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას – საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს, ამისთვის რამე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button