მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი რეგიონში დაწესებულ მკაცრი კარანტინის რეჟიმს აპროტესტებენ.

მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნაა,  მთავრობა მოსავლის რეალიზაციაში დაეხმაროს. მათი თქმით, სათბურებში მოყვანილი დიდი რაოდენობით კიტრი ულპებათ და ადგილობრივი თვითმმართველობისგან პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button