საქართველოს პრეზიდენტი – არ შეიძლება, თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, ექიმების მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვითარების მაქსიმალური გაკონტროლება შესაძლებელი გახდა ერთი მხრივ მთავრობის დროული და ეფექტური ნაბიჯებით, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობით, ხოლო მეორე მხრივ ექიმების დაუღალავი ძალისხმევით.

„ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში შევიკრიბეთ და საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის საშუალებით, ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე, ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან. ეს ერთი მხრივ მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯების ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობის და მეორეს მხრივ ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ფონზე ექიმების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია.

„ამიტომ მე მგონია, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება. ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას“ , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button