“იმდენად გამოუცნობი ვირუსია, ვერ გაიგებ ვისთან როგორ წავა” – მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე აცხადებს რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯერჯერობით საგანგაშო არ არის. მისი აზრით, ეს იმ დროული ღონისძიებების შედეგია, რაც დღემდე გატარდა.

მედიკოსმა დაავადების თავისებურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს.

“პაციენტის დამძიმების მიზეზი შესაძლოა გახდეს ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ნებისმიერი ტიპის პათოლოგია. ხდება ისეც , როცა პაციენტს არ აქვს არანაირი სხვა ქრონიკული დაავადება, მაგრამ მოულოდნელად დამძიმდა. იმდენად გამოუცნობი ვირუსია, ვერ გაიგებ ვისთან როგორ წავა. უმეტეს შემთხვევებში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. ვერ იტყვი, რომ აუცილებლად მოხუცი ან ქრონიკული დაავადების მქონე დამძიმდება. ყველა ორგანიზმი ერთნაირი არ არის,”- განაცხადა ენდელაძემ.

მან მედიკამენტებზეც გაამახვილა ყურადღება და ამბობს,რომ “პლაქველინი” უსიმპტომო პაციენტებს არ ენიშნება. “ვისაც გამოხატული აქვს სიმპტომები, მაქსიმუმ 5-10 დღის განმავლობაში ვაძლევთ, იშვიათად თუ რთულია მდგომარეობა შეიძლება 20 დღემდეც დასჭირდეს, ფაქტია რომ “პლაქველინით” ზოგიერთ პაციენტთან დაავადება აღარ გართულდა,-“აცხადებს მარინა ენდელაძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button