“თუ ვინმეს რჩევა – დარიგების სურვილი აქვს, მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა საზოგადოებას განცხადებით მიმართა და აღნიშნა რომ ახლა ქილიკის დრო არ არის, რომ ახლა ყველა ერთად უნდა გადავრჩეთ.

“მინდა ვუთხრა ყველას – ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლე ენიანებს და გრძელ ენიანებს,ახლა დგება მომენტი როცა ერთად უნდა გადავრჩეთ. არ არის ქილიკის დრო. ახლა ორივე მხარზე სამწუხაროდ გვაზის უხილავი მტერი. თუ ვინმეს შენიშვნის მოცემა და რჩევა-დარიგების სურვილი აქვს, აი ბატონო კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია. ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, რადგან ჩვენც შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button