საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

“დღეს მთავრობამ  საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა  – საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ კანონის გამოცხადებისთანავე ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში,”- განაცხადა ჩიქოვანმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button