საიდან მოიტანეს, რომ ამირან გამყრელიძის შვილი უსიმპტომო იყო, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და 28 დღე იწვა კლინიკაში – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ სრულიად უსიმპტომო პაციენტთან პრეპარატი პლაქვენილი არ ინიშნება.

მისი განცხადებით, სიცრუეა რომ ამირან გამყრელიძის ვაჟს სიმპტომები არ ჰქონდა და მიუხედავად ამისა, პლაქველინს მაინც იღებდა.

„სულ ერთეულმა ადამიანმა დაუჭირა გურულს მხარი, ისიც ცალყბად და ერთ-ერთმა ახსენა ერთი ცნობილი გვარი, რომ, აბა, რატომ იღებდა ეს ბიჭი პლაქვენილსო, თუ უსიმპტომოები არ იღებენო. ალბათ ხვდებით ვიზეც არის საუბარი, ბატონი ამირანის შვილზე. საიდან მოიტანეს რომ უსიმპტომო იყო, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და დაახლოებით ერთი თვე, 28 დღე იწვა კლინიკაში, რას ჰქვია უსიმპტომო იყო? უსიმპტომო კი არ იყო, სწორედაც უნდა მიეღო პლაქვენილი“ , – განაცხადა ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმი  ამბობს, რომ პნევმონიის დროს, აღნიშნული პრეპარატი აუცილებლად ინიშნება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button