თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კიდევ 40 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხი ბექაია აცხადებს, რომ ამჟამად კლინიკაში 45 პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში 40 პაციენტის ანალიზები გააგზავნეს და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტიურდა.

„თბილისის ზღვის ცხელების ცენტრში ამჟამად 45 პაციენტია. 40 პაციენტის ანალიზები იქნა გაგზავნილი ლუგარის ცენტრში, მათგან კოვიდ 19 არც ერთს არ დაუდასტურდა. პაციენტთა გადაყავანა შესაბამის პროფილურ კლინიკებში დაწყებულია“ , – განაცხადა მარეხი ბექაიამ და დასძინა, რომ კოვიდ19 არ დაუდასტურდა არც იმ პაციენტს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

„რაც შეეხება მძიმე პაციენტს, რომელზეც ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი, არც მას დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ის უკვე გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებაში და მართვით სუნთქვაზე რჩება“ , – განაცხადა მარეხი ბექაიამ და დასძინა, რომ კლინიკაში მყოფი ახალი პაციენტების ანალიზების პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button