ლევან რატიანი: ბევრი სიკვდილი მინახავს და ბევრი სუნთქვის უკმარისობა, მაგრამ ისეთი როგორიც ამ დაავადებას გააჩნია – არასოდეს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა “მთავარი არხის” ეთერში, კორონავირუსის თემაზე ვრცლად ისაუბრა. მან ახალი ვირუსი ვულკანს შეადარა, თუმცა თვლის რომ დროთა განმავლობაში “მისი ბობოქრობა შესუსტდება და კაცობრიობა გადარჩება.”

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს  კონკრეტული პრეპარატი, პაციენტების მკურნალობა  მხოლოდ სიმპტომურად ხდება.

ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით დაავადებული სტაბილური პაციენტი შესაძლოა, თვალსა და ხელს შუა დამძიმდეს. მან 42 წლის პაციენტის მაგალითი მოიყვანა, რომლის მდგომარეობაც მოულოდნელად გართულდა.

“ბევრი სიკვდილი მინახავს სამწუხაროდ და ბევრი სუნთქვის უკმარისობა, მაგრამ ისეთი, როგორიც ამ დაავადებას გააჩნია არასდროს მინახავს. მე გუნდი  მყავს ისეთი, როგორიც ნებისმიერ ქვეყანას, წარმატებულ სტაციონარს თუ ნებისმიერ საავადმყოფოს შეშურდება. ჩვენ რამდენიმე საათი ვფიქრობდით, რომ პაციენტი აპარატზე არ უნდა გადაგვეყვანა, ეს რომ გვექნა, ჩვენ ის აუცილებლად დაგვეღუპებოდა.”

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პაციენტს, უკვე ორჯერ მოუვიდა ტესტზე უარყოფითი პასუხი და ხვალ კლინიკას გამოჯანმრთელებული დატოვებს.

“ვინაიდან კორონავირუსი ჯერ ბუნებისთვის ახალია , დროთა განმავლობაში აუცილებლად დასუსტდება, თუმცა ამ ეტაპზე, ერთადერთი გამოსავალი ადამიანების იზოლაციაა დისტანციური გზით,”- განაცხადა ლევან რატიანმა.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button