ჰონგ კონგში ბოლო 24 საათში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა

ჰონგ კონგში ბოლო 24 საათში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ბოლოს ასეთი შემთხვევა ქვეყანაში 5 მარტს დაფიქსირდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჰონგ კონგში კორონავირუსის 1026 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი. ვირუსისგან 602 ადამიანი განიკურნა.

ჰონგ კონგში დახურულია ბარები, პაბები, კლუბები, ასევე სპორტული დარბაზები, სილამაზის სალონები და სავაჭრო ცენტრები.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button