სასტუმრო ”სპუტნიკში” კარანტინში მყოფი მოქალაქები მოიწამლნენ

სატუმრო ”სპუტნიკში” ბათუმში საკარანტინე სივრცეში, თურქეთიდან ჩამოსული ემიგრანტები მოიწამლნენ.

იქ მყოფი მოქალაქები აცხადებენ, რომ სასტუმროში არსებული საკვები პროდუქტით მოიწამლნენ.

სასტუმრო “სპუტნიკი” მოქალაქების მოწამლის ფაქტს ადასტურებს.

რაც შეეხება საკვებს, “სპუტნიკში” აღნიშნავენ, რომ საკარანტინე სივრცეში მყოფი პირების კვებას არა სასტუმროს რესტორანი, არამედ მათი ქვეკონტრაქტირი კომპანია ახორციელებდა, რომელთანაც აღნიშნული ინცინდენტის შემდეგ კონტრქტი გაწყვიტეს.

სასტუმროს ადმინისტაციაში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ამ დროისთვის “სპუტნიკს” ბინადრებს სხვა კომოპანია ამარაგებს.

გარდა ამისა, მოწამვლის შესახებ მოქალაქის მიერ განხორციელებული პირველივე ზარის შემდეგ, ადმინისტრაციამ ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურსში ჩააყენა და შეუძლოდ მყოფი მოქალაეებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დროულად მოხდა.

რაც შეეხება კორონავირუსზე ტესტის გაკეთების საკითხს, სასტუმროში აცხადებენ, რომ პროტოკოლის შესახებ ინფორმირებულები არ არიან, თუმცა შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ეპიდემიოლოგებმა ერთი ნაკადის ტესტის პასუხები უკვე მიიღეს და 4 აპრილს შემოსული ადამიანების პასუხი უარყოფითია. სპეციალისტებმა კორონავირუსზე ანალიზი ასევე გაუკეთეს საკარანტინო სივრცეში 5 აპრილს შეყვანილ პირებსაც, რომელთა პასუხები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button