თბილისსა და რეგიონებში სასაფლაოებთან მიმავალ გზებს პოლიცია აკონტოლებს

თბილისსა და რეგიონებში სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე შეზღუდვები დაწესდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.

აღნიშნული აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button