საქართველოში კორონავირუსი კიდევ ექვს ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელებულია 86 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 394 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში მეოთხე პაციენტი გუშინ გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button