მიხეილ სააკაშვილი – დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები არ უნდა აალებულიყო

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის ფაქტს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

“დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.

“სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და
რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის “მფლობელებს”! იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ რა მოხდა ზუსტად,”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button