თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ევროპისა და აშშ-ის შემდეგ ყველაზე მაღალია – სააგენტო “როიტერი”

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ევროპისა და აშშ-ის შემდეგ ყველაზე მაღალია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ახალი ვირუსი 86 306 ადამიანს დაუდასტურდა.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსის 3 977 შემთხვევა გამოვლინდა და 127 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 10 მარტს გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით, ვირუსით უკვე 2017 ადამიანია გარდაცვლილი, 12 000-მდე კი განიკურნა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თურქეთში 35 344 ტესტია ჩატარებული.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button