”მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაცია ” მომავლის მზის” მორიგი დახმარება მარტოხელა დედებს

მომავლის მზის დამფუძნებელის თეონა ფირანიშვილის განცხადებით__ სოციალური პასუხისმგებლობა ყველაზე დიდი გარანტიაა მარტოხელა დედების ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

”მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის ” მომავლის მზე” 60 მარტოხელა დედას სააღდგომო ნობათი გადაეცა.

აქცია კომპანია “შალის ჯორჯიას” მიერ იყო ორგანიზებული. კომპანიის დამფუძნებელი ნინო კაპანაძე აცხადებს, რომ მათმა კომპანიამ ქვეყანაში მცხოვრებ მარტოხელა დედებზე პასუხისმგებლობა აიღო და თანამშრომლობა ორგანიზაცია “მომავლის მზესთან” ეს უკვე მეორე აქცია იყო მარტოხელა დედების დასახმარებლად ნინო კაპანაძის მიერ, მისი თქით ეს აქცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მარტოხელა დედების დასახმარებლად დღეს მორიგი აქცია გაიმართა და მომავალში მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო ფართო მაშტაბიან ხასიათს მიიღებს.

მადლობა ოთარ ქირიას სწორად შერჩეული სეგმენტისათვის.

სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს”__განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა თეო ფირანიშვილმა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button