“არ მინდა, ის კადრები ჩემს ქვეყანაში ვნახო, რაც იტალიამ და ესპანეთმა დადეს” – მარეხ ბექაია

ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხ ბექაიამ ჟურნალისტებთან განცხადება დილით გააკეთა. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ რეკომენდაციები დაიცვან და სახლში დარჩნენ.

“ქრისტიანული მართლმადიდებელი სამყაროსათვის მნიშვნელოვანი დღეა და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მღვდელმთავრები ტაძრიდან ილოცებენ საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის და მოსახლეობა ბინიდან ილოცებს, როგორც ქართველებისთვის ისე მთელი მსოფლიოსათვის. იმედი მაქვს , რომ ყველანი დარჩებით სახლებში.

ამ ეტაპისთვის ჩვენი რესურსები საკმარისია, ათეულობით პაციენტის მოვლისთვის და მათი მკურნალობისთვის. ჩვენ ვნახეთ, მსოფლიოს დიდი ქვეყნების გამოცდილება, რომელსაც ეს დაავადება შეეხო, არ მინდა, ის კადრები ჩემს ქვეყანაში ვნახო, რაც იტალიამ და ესპანეთმა დადეს – სასახლეში მყოფი მიცვალებულების. ყველა მოქალაქეს ვურჩევ, ილოცონ სახლიდან“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ბოლო 2 დღის განმავლობაში 65 კვლევა ჩატარდა და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button