მთავარიკომენტარიდავით თორდია: საქართველოს მთავრობა მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება...

დავით თორდია: საქართველოს მთავრობა მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება თქვენივე ოჯახების უსაფრთხოებისთვის

ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ლიდერი 41-ის ადმინისტრატორი დავით თორდია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

”ვაღიარებ, რომ არ ვარ დიდი მორწმუნე, მარხვებსაც არ ვიცავ, ეკლესიაშიც დავდივარ და შვილიც დამყავს ოღონდ ძალიან იშვიათად, ჩვეულებრივად ვცხოვრობ, როგორც ერთი რიგითი ქრისტიანი ადამიანი, თუმცა ეკლესიის და მითუმეტეს პატრიარქის დისკრიმინაცია ჩემთვის სრულიად მიუღებელია, მეტიც ეკლესიის მტრებს გამუდმებით ვებრძვი ჩემი რესურსებით

ყველა რელიგიას პატივს ვცემს, რადგან ეს ხალხის რწმენას ეხება და არავის აქვს უფლება ამდენ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ როგორც ხედავთ ეკლესიაზე მასიური შეტევა მიზანმიმართულად ხორციელდება, როგორც ჩანს ასეთი დავალება აქვთ მიღებული

რაც შეეხება კორონავირუსს, ის ნამდვილად არსებობს და ის ძლიერი იმუნიტეტის მქონე ადამიანს ვერ ერევა, თუმცა შეიძლება სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანი სახლში გყავდეთ და იმათ გადასდოთ, ამიტომ ხდება COVID19-ის გავრცელების მასიური პრევენცია

საქართველოს მთავრობა მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება თქვენივე ოჯახების უსაფრთხოებისთვის, ამიტომ
გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას

საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ფეხით გადაადგილებას, ეკლესიის კარებიც ღიაა, თუმცა უფალი არავის განიკითხავს თუ კი ეკლესიაში ან სასაფლაოზე ვერ მიხვალთ.

მამაჩემის საფლავზე 2008 წლიდან არ ვყოფილვარ, რადგან ის ოკუპირებულ აფხაზეთშია და ვერ ჩავდივარ, მე რაღა ვქნა მაშინ მითხარით?!

#დარჩითსახლში რამდენიმე კვირაც უნდა გავუძლოთ, შემდეგ ვნახავთ რა იქნება, ერთად დავაკვირდეთ!!!

თუ მე ცოდვილი ვარ დაე პირველი იმან მესროლოს ქვა ვინც არაა ცოდვილი.’‘______ამბობს დავით თორდია

Newsplus.ge

პოპულარული სიახლეები