ჩვენ, ექიმები დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას – დარჩით სახლში

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ექიმების ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც მედიკოსები საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის პროცესში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი საზოგადოება, საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ, ექიმები დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას. დარჩით სახლში!“, – მიმართავს გამყრელიძე მოსახლეობას.

მოსახლეობას პაატა იმნაძემაც მიმართა – „დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში, არა მეზობლის ან მეგობრის სახლში“, – აცხადებს დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button