საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ბათუმის „მედალფაში“ 74 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ კლინიკაში გაკეთდა.

კლინიკის ინფორმაციით, ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებოდა.
კლინიკა „მედლაფას“ რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის განცხადებით, პაციენტი 21:50 საათზე დაიღუპა.

„პაციენტი 8 აპრილიდან იწვა ჩვენს კლინიკაში, გადიოდა ინტენსიური თერაპიის კურსს. 13-დან გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება. პაციენტს აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მისი გადარჩენა“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

გარდა ამისა, ვირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ამ დროისათვის სულ 388 კოვიდინფიცირებულია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button