
მარტვილში 9 თვის ორსულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში 24 წლის ქალმა, რომელიც 9 თვის ორსული იყო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილს 4 წლის ვაჟი დარჩა.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ინფორმაციას timer.ge ავრცელებს.