“კოვიდ-19”-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 388-მდე გაიზარდა

მონაცემები https://stopcov.ge/– ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს დაუდასტურდა. სულ დღის განმავლობაში  ქვეყანაში 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ცოტა ხნის წინ აღნიშნული ვირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან იყო. ქალბატონს თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა , რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს საქართველოში “კოვიდ-19”-ით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.

ამ დროისათვის საკარანტინე რეჟიმში 4971 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ – 519.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button