“არავინ არ ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ” – მეუფე იაკობი იმნაძესა და გამყრელიძეს აკრიტიკებს და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

მეუფე იაკობი პაატა იმნაძესა და ამირან გამყრელიძეს აკრიტიკებს. მისი თქმით, სპეციალისტები საზოგადოებაში პანიკას თესავენ.  სასულიერო პირი აცხადებს, რომ ორივე მათგანმა გაკეთებული განცხადებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადოს.

“მრევლს მისვლა თუ უნდა, მრევლი მივა. რომ გამოდიხარ და პანიკებს თესავ, თუ ომია, პანიკებს ვინც იწვევდა ომის დროს, მე კარგად ვიცი, იმათ რას უშვებოდნენ. ბატონ ამირან გამყრელიძეს და ბატონ პაატა იმნაძეს ვგულისხმობ.  რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ, როდესაც ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. იქნებ საქართველოში ჩვენ არ ვიცით და ძალიან ბევრია დაინფიცირებული, გვითხრან, იქნებ ჩვენზე მეტი იციან რა ხდება.

კორონავირუსზე მკვლელია ან არ არის მკვლელი, ხომ ვერ ამბობენ არა? ამას მსოფლიოში ვერ ამბობენ და აქ, ჩვენთან როგორ უნდა ვთქვათ. ეკლესიაზე გადაბრალება არავის გაუვა, ყველამ მიხედოს თავის საქმეს, ჩვენ დავდივართ წირვებზე, მაგათგან დაავადებული ხალხი მოდის ჩვენთან, რომ აპანიკებენ ფსიქოზური მომენტები ეწყებათ. თავს ვერ იკავებენ. სანამ გამოვლენ ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან მივიდნენ და მერე დაგველაპარაკონ.

ჭკუა აქვს ახლა იმ ადამიანს, როდესაც იძახის აღდგომას არ მიხვიდეთ ეკლესიაშიო? ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ მე, სხვა ექიმებზე არაფერი არ მაქვს სალაპარაკო, გულიანი ადამიანები არიან ისინი, მაგრამ ამათი საქციელი? მე ვფიქრობ, უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, რათა ღირსება შერჩეთ“”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button