“შაბათს 17.00 საათიდან 23.00 საათამდე საქართველოში 5G ანძების ტესტირება იგეგმება, გათიშეთ ტელეფონები, მოაცილეთ ბატარეა და გაიტანეთ გარეთ”

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID, რომლის მიზანი Covid-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენცია გახლავთ. ამ ფაქტსს ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

 

 

 

“მეგობრებო! ურწმუნონო! მორწმუნეებო!
ერო და ბერო!
დღეს .ქართული სატელევიზიო არხების მთავარი ნიუსი 5G ანძების მონტაჟს და მათ მნიშვნელობას დაეთმო!(აქამდე გატრუნულები იყვნენ}
ჯანდაცვის სამინისტრო კი კვალავაც მოგვიწოდებს, გოვიდ 19 ადრეული გამოვლენისა და პრევენციის სახით სპეციალური აპლიკაციის ტელეფონებში გადმოტვირთვას!(????????{
მოგეხსენებათ მთელ რიგ ქვეყნებში 5 G ანძების მონტაჟი აიკრძალა, რადგან გამანადგურებელი ეფექტი მიიღეს იმ ქვეყნებმა სადაც რადიუსის არეალში არამხოლოდ მწერები, არამედ ფრინველები და ცხოველებიც დაიხოცნენ!
როგორც მაცნობეს,საქართველოში 5 G ანძების ტესტირება
შაბათს 17.00 საათიდან 23 ..00 საათამდე იგეგმება!!!
მოგახსენებთ რომ ამ ანძების ტესტირებისას რადიაციის პირველი ტალღაა ყველაზე უფრო საშიში და გამტარები ვართ უკლებლივ ყველა ვისაც ტელეფონები გვაქვს!!! ანუ ტალღის ქვეშ ხვდებიან ის ადამიანებიც ,ვინც ეკლესიებში იქნება აღდგომის ლიტურღიაზე და ვისაც ტელეფონი ექნება თან!!!
რასაკვირველია შეუძლოდაც გახდებიან და პანიკაც სწორედ აქედან დაიწყება!!!
ამიტომ აღნიშნულ დროს
გათიშეთ ტელეფონები, მოაცილეთ ბატარეა და გაიტანეთ გარეთ!!!
დაგმანეთ ფანჯრები და დაელოდეთ მეორე დღის საინფორმაციო საშულებები რომელ ნიუსს გამოიტანენ მთავარ თემად!
ჩვენთან არს ღმერთი !!!
და არა ბილ გეითსის ხელმწიფება მილიარდობით დოლარის ტახტით!!!!“ – წერს ირინა გოგოსაშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button