საქართველოში კორონავირუსისგან 79 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 79 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5035 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 540 მოქალაქე რჩება.

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, 3 მათგანი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button