საბერძნეთში აღდგომის დღესასწაულზე მოსახლეობის სახლში დარჩენას 52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ

საბერძნეთი უპრეცენდენტო ზომებს იღებს. აღდგომის დღესასწაულზე მოსახლეობის სახლში დარჩენას 52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ.

“ასოშეთიდ პრესის” ინფორმაციით, 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ეს ქვეყანაში მიღებული ყველაზე მასშტაბური  ზომაა.

საბერძნეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დღესასწაულზე ეკლესიებში არ წავიდნენ და თავი აარიდონ ნებისმიერ  შეკრებას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button