დღეს “კოვიდ-19”-ის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს უკვე  მეორედ, ქვეყანაში 30 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. დაავადების მაჩვენებლის იგივე ზრდა პირველად 14 მარტს დაფიქსირდა, რის გამოც სპეციალისტები მკვეთრ განცხადებებსა და მოწოდებებს აქტიურად აკეთებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ – დარჩნენ სახლში.

ამ დროისთვის “კოვიდ-19”-ის სულ 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.

https://stopcov.ge/-ის მონაცემებით კარანტინში დღეისათვის 5000 ადამიანი იმყოფება , ხოლო სტაციონარში ექიმების დაკვირვების ქვეშ – 494.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button