ბოლო მონაცემებით,აშშ-ში კორონავირუსს 30 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსი 639 000 ადამიანს დაუფიქსირდა, ხოლო თითქმის 30 985 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მეტყველებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button